აშშ-ში, მერილენდელი ქალისთვის საყვარელი ციფრი-9 იღბლიანი გამოდგა.63 წლის პამელა ვენდლანდმა ციფრების კომბინაციებით ლატარიის ბილეთი რამდენჯერმე შეავსო და სოლიდური თანხა $30 000 მოიგო.
ამერიკელი ქალის განცხადებით, ის ლატარების ბილეთს კვირაში 3-4-ჯერ ყიდულობს და ყოველთვის ციფრ 9-ს უთითებს.
იღბლიანი ქალის მოგებიანი რიცხვების კომბინაცია კი ასეთი იყო: 9-19-29-39-49-59-69-79.
პამელა მოგებული თანხის ნაწილს ქორწინების 20 წლისთავის აღნიშვნისთვის დახარჯავს და ნაწილს კი ოჯახის წევრებს გაუნაწილებს.