ამერიკის “მწვანე ბარათი“ 12 000–მა ქართველმა მოიგო

ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე ბარათის გათამაშებაში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ღებულობს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან. “ამერიკის ხმა” დაინტერესდა, რამდენი ქართველი იგებს ყოველ წლიურად მწვანე ბარათს. ოფიციალური მონაცემებით გაირკვა, რომ მხოლოდ 2019 წელს საქართველოში 1131 ადამიანი გახდა მწვანე ბარათის გამარჯვებული.

სტატისტიკა წლების მიხედვით ასეთია:

2018 წელი – 867 გამარჯვებული
2017 წელი – 1 195 გამარჯვებული
2016 წელი – 680 გამარჯვებული
2015 წელი – 571 გამარჯვებული
2014 წელი – 804 გამარჯვებული
2013 წელი – 806 გამარჯვებული
2012 წელი – 723 გამარჯვებული
2011 წელი – 620 გამარჯვებული
2010 წელი – 699 გამარჯვებული
2009 წელი – 648 გამარჯვებული
2008 წელი – 661 გამარჯვებული
2007 წელი – 516 გამარჯვებული
2006 წელი – 323 გამარჯვებული
2005 წელი – 331 გამარჯვებული
2004 წელი – 375 გამარჯვებული
2003 წელი – 479 გამარჯვებული
2002 წელი – 332 გამარჯვებული
შესაბამისად ირკვევა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში 8 096 საქართველოს მოქალაქემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება გათამაშებაში მოიგო. პირველი მონაცემი საქართველოსთან დაკავშირებით 2001 წელს არსებობს, როდესაც მწვანე ბარათის გათამაშებაში 273 ადამიანმა გაიმარჯვა.

ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მეტი მწვანე ბარათის მფლობელი რუსეთის, ირანის, ეგვიპტის, ნეპალის და უკრაინის მოქალაქეები ხდებიან.

წყარო: ამერიკის ხმა