“ამხილე ფეოდალი”-ამ სახელწოდების აქცია გამართეს გორის აგრარულ ბაზრობაზე, სადაც ალეკო ელისაშვილმა და “სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა“. აქციაზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცავთა მობილიზება გახდა საჭირო.
“სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აქცია კამპანიის „ამხილე ფეოდალი“ ფარგლებში დაიგეგმა. აქციის მონაწილეებმა გორის აგრარულ ბაზარში, მაჟორიტარი დეპუტატების იოსებ მაკრახიძისა და თემურ ხუბულურის პლაკატები მიიტანეს, წარწერით “მაჟორიტარი ფეოდალია“.
“სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილს ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდა.