ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთის ქმედებებს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ომის დანაშაულად აფასებს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა განაცხადა.
“მარიუპოლის ალყა, მოსახლეობის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დერეფნების გაუქმება, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება Amnesty International-ის გამოძიების თანახმად, წარმოადგენს ომის დანაშაულს”,– თქვა კალმარმა.
მისივე ცნობით, უფლებადამცველი ორგანიზაცია მალე გამოაქვეყნებს სიღრმისეულ ანგარიშს რუსეთის მიერ ქალაქზე თავდასხმის შედეგად გამოწვეული განადგურების შესახებ.