ამ დღეებში პრესაში გამოჩნდა ჭორები ანა კურნიკოვას მეორე ფეხმძიმობის შესახებ. ეს ინფორმაცია ერთ–ერთ ესპანურ გამოცემას ინსაიდერმა გუმხილა. დღეს კი ეს ინფორმაცია უკვე დადასტურებულია: 38 წლის ანა კურნიკოვა და 44 წლის ენრიკე იგლესიასი მალე მესამე შვილის მშობლები გახდებიან.
ფეხმძიმე კურნიკოვას პირველი ფოტო ჟურნალ HOLA!–ს გარეკანზე გამოჩნდა. ექსკლუზიური კადრი ვარსკვლავური წყვილის იახტით სეირნობისას არის გადაღებული და ნათლად ჩანს კურნიკოვას წამოზრდილი მუცელი.
ესპანური ტელეარხის, Telemundo Entretenimiento–ს ინფორმაციით ბავშვი უახლოეს მომავალში – 2020 წლის მარტში დაიბადება.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა და მომღერალი ენრიკე იგლესიასი უკვე 18 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2002 წელს მომღერლის კლიპის გადაღებისას გაიცნეს და მაშინვე დაიწყო მათი რომანი. 2017 წელს მათ ტყუპები – ნიკოლასი და ლუსი შეეძინათ.
იგლესიასი ინტერვიუებში არაერთხელ ამბობდა, რომ ბავშვების დაბადების შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა – უფრო კაშკაშა და სავსე გახდა.
“მომწონს ჩემი ახალი ცხოვრება. ახლა ყოველდღე სამსახურის შემდეგ სახლში მივიჩქარი რომ ანა და ბავშვები ვნახო. რაც მამა გავხდი, უკეთ მესმის ჩემი მშობლების.“– ამბობს ის.
ენიკემ ასევე თქვა, რომ ანასთან შეხვედრამდე ოჯახის შექმნაზე არც უფიქრია და არცერთი მისი მეგობარი გოგონას მიმართ ანას გარდა სერიოზული დამოკიდებულება არ ქონია.
2019 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ხმები, რომ ანა და ენრიკე ოფიციალურად დაქორწინდნენ. ეს დასკვნა ინტერნეტ მომხმარებლებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ჩოგბურთელმა ინსტაგრამის პროფილში საკუთარი გვარი კურნიკოვა–იგლესიასით შეცვალა. თუმცა ეს ამბავი დღემდე ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.