რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმს ახალი ინვესტორი ჯერ არ წარუდგენია.
“ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვქონდა უკვე მსჯელობა და თითოეულმა თქვენგანმაც, ჟურნალისტებმა იცით ყველა დეტალი
არაერთხელ ავხსენით, რომ სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით”,” – აღნიშნა ცქიტიშვილმა.