„მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაშია ნათქვამია. ოფიციალური დოკუმენტი 20 იანვრით თარიღდება და მას ხელს პატრიარქი ილია მეორე აწერს.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ანდრია სარიას საპატრიარქოში დაბარება. სასულიერო პირი ამბობდა, რომ საპატრიარქოს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება ცალმხრივია და მას სადამსჯელო ხასიათი აქვს.
მამა ანდრია სარია, რომელიც ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქიიდან გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მღვდელ-მონაზონი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მიიღო.