ბრედ პიტმა ხმაურიანი განქორწინებისა და ბავშვებზე მეურვეობისთვის ბრძოლის შემდეგ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. მან შვილების კეთილგანწყობის დაბრუნება მოახერხა.
მსახიობს დიდხანს არ ქონდა შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც მეურვეობის საკითხი გადაწყდა, ბრედმა კვლავ დაიწყო შვილებთან დაახლოება, რომლებიც ამ დროის მანძილზე მას სრულიად გადაეჩვივნენ. მთავარი კი ის არის, რომ პიტმა მოახერხა ურთიერთობების დალაგება უფროს ვაჟიშვილთან, მედოქსთან, რომელთანაც მრავალი წელი დაძაბული ურთიერთობა ქონდა. მსახიობმა და მისმა ნაშვილებმა ვაჟმა ცოტა ხნის წინ “დროის ხარისხიანად გატარება შეძლო“ ერთი–ერთზე. ეს კი ორივესთვის ნამდვილი სასწაული იყო.
ბრედმა უარი თქვა შესაძლებლობაზე ლონდონში BAFTA–ს ცერემონიალს დასწრებოდა და მთავარი პრიზი მიეღო, რათა 18 წლის სტუდენტ შვილთან გაეტარებინა დრო.
“ბრედი ბოლო წუთამდე გეგმავდა ცერემონიალზე დასწრებას, თუმცა ბოლო მომენტში გაიგო, რომ მისი შვილი კოლეჯიდან ლოს ანჯელესში დაბრუნდა. ბრედმა პრიორიტეტები შეცვალა და ქალაქში დარჩა მის სანახავად. და ძალიან მოხარულია რომ ასე გააკეთა, ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს “–ყვება მსახიობის ახლო მეგობარი.
ანჯელინა ჯოლიმ ბიჭი 2002 წლის მარტში იშვილა. პიტმა ჯოლისთან ერთად სამ ნაშვილებ ბავშვზე აიღო მეურვეობა – მედოქსზე, პაქსზე და ზაქარაზე. წყვილს სამი ბიოლოგიური შვილიც ყავს – შაილო, ნოქსი და ვივიენი. მამასა და უფროს შვილს შორის ჩხუბი 2016 წელს კერძო თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. ამის შემდეგ ბრედი და ანჯელინა დაშოროდნენ და განქორწინების პროცესი დაიწყეს.
მედოქსი ამჟამად სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და ინჩხონში იონსეის უნივერსიტეტში სწავლობს. პირველ დღეებში მას პაპარაცები სამხრეთ კორეაშიც არ ასვენებდნენ. ეკითხებოდნენ, ჩავიდოდა თუ არა მის მოსანახულებლად პიტი. სტუდენტი ოჯახურ პრობლემებზე კომენტარს არ აკეთებდა. განაწყენებულმა შვილმა ბოლოს გამონახა საკუთარ თავში ძალა, რომ მამასთან ურთიერთობა აღედგინა. ახლა მათი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
“ბოლოს და ბოლოს მედოქსმა მამას აპატია“– ციტირებს საკუთარ წყაროს გამოცემა The Sun.
უფრო მეტიც, პიტმა მადლიერება გამოხატა ანჯელინა ჯოლის მიმართ. სწორედ ყოფილმა ცოლმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ბრედის და მედოქსის შერიგებაში და ცდილობს მამა–შვილს შორის ურთიერთობა აღდგეს.
ბრედ პიტმა წლევანდელ ოსკარზე ჯილდოს მიღებისას თავის შვილებს მიმართა და გამარჯვება მათ მიუძღვნა: “ეს ჯილდო ჩემს შვილებს ეკუთვნით, რომლებიც ყველაფერს აფერადებენ, რასაც ვაკეთებ.“