ანჯელინა ჯოლი საქველმოქმედო მისიით ვენესუელაში ჩავიდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის ქალაქ რიოხაჩეში, კოლუმბიისა და ვენესუელას საზღვარზე ლტოლვილთა ბანაკში მიგრანტებს შეხვდა, ესაუბრა და სიტყვით გამოვიდა. ჰოლივუდის მსახიობმა კოლუმბიის პრეზიდენტთან, ივან დუკესთან შეხვედრაც გამართა და მას შეახსენა, რომ ვენესუელასა და კოლუმბიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გამო 200 ათასზე მეტი ბავშვი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. მან კოლუმბიის ლიდერს სიტუაციის მოგვარებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვთანხმდებით იმის აუცილებლობაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს კოლუმბიას, პერუს და ეკვადორს, რომლებზეც ამ კრიზისის ძირითადი სიმძიმე გადადის“– განაცხადა ჯოლიმ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების სპეციალურ ელჩად 2012 წელს დაინიშნა. მას შემდეგ მსახიობი რეგულარულად ატარებს შეხვედრებს ლტოლვილებთან და ოფიციალურ პირებთან.