ანჯელინა ჯოლი და კაილი ჯენერი იმ ვარსკვლავების რიცხვს შეუერთდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ჰოლივუდის მსახიობმა ერთი მილიონი დოლარი შეწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას – No Kid Hungry, რომელიც დაბალშემოსავლიან ოჯახში ბავშვების კვებას უზრუნველყოფს.
“ამ კვირის მგომარეობით მთელ მსოფლიოში მილიარდზე მეტი ბავშვი ვერ დადის სკოლაში მათი დახურვის გამო. ბევრი ბავშვი იმ კვების და მზრუნველობის იმედზეა, რომელსაც სკოლაში იღებს, მათ შორის თითქმის 22 მილიონი ბავშვი ამერიკაში სასურსათო დახმარების იმედად არის დარჩენილი. ეს ფონდი დიდ შრომას ეწევა, რომ რაც შეიძლება მეტ გაჭირვებულ ბავშვს დაეხმაროს“– განაცხადა ჯოლიმ.
ტელევარსკვლავმა და ბიუთი იმპერიის მფლობელმა კაილი ჯენერმა ასევე გაიღო მილიონი დოლარი – მან დახმარება აღმოუჩინა სამედიცინო პერსონალს, რათა მათ სამუშაოდ საჭირო ყველა აღჭურვილობა ქონდეთ. ამის შესახებ ინსტაგრამზე ექიმმა ტაის ალიაბადიმ დაწერა, რომელმაც ორი წლის წინ კაილი ჯენერი ამშობიარა:
“სიტყვები არ მყოფნის, სიხარულისგან ცრემლი მდის, გული კი მადლიერებით მაქვს სავსე. სურვილი ჩავიფიქრე, რომ ჩვენს გმირ მედიკოსებს დამცავი ნიღბები ჰქონოდათ და დღეს ჩემი ოცნება ასრულდა. ჩემმა ერთ–ერთმა პაციენტმა, მშვენიერმა ანგელოზმა სულ ახლახანს შეწირა ერთი მილიონი დოლარი ჩვენთვის ასობით ათასი ნიღბისა და სხვა დამცავი საშუალებების საყიდლად. ჩვენ მათ ჩვენს თანამშრომლებს გადავცემთ, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე მუშაობენ. ეს გულუხვი შემოწირულობა ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს “– დაწერა ექიმმა და კაილის მადლობა გადაუხადა.
კაილიმ კი თავის მხრივ მადლობა უთხრა ექიმს და მის კოლეგებს იმისათვის, რასაც ისინი პანდემიის პერიოდში აკეთებენ.