ანკარაში 8 ქართველი დააკავეს. მათ ტექნიკის მაღაზიასა და 4 სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად.
დანაშაული მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სავაჭრო ობიექტიდან მოპარულია ლეპტოპები, მობილური ტელეფონები, საათი და სხვა ნივთები.
ანკარაში მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.