Anonymous-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი დაჰაკა

უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი – police.ge დაჰაკა.

ინფორმაციას ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი გათიშულია Anonymous-ის მიერ”, – წერია მათ სოციალურ ქსელში.