Anonymous ამბობს, რომ რუსეთის ცენტრობანკის მონაცემთა ბაზა გატეხეს

ჰაკერების ჯგუფი Anonymous ამტკიცებს, რომ რუსეთის ცენტრობანკის მონაცემთა ბაზა გატეხეს და უახლოეს 48 საათში ღია წვდომისთვის დადებს 35 ათას ფაილს საიდუმლო ხელშეკრულებებით.

“ Anonymous–ის კოლექტივმა რუსეთის ცენტრობანკი გატეხა. 35000–ზე მეტი ფაილი საიდუმლო შეთანხმებებით გამოქვეყნდება 48 საათში “ – წერს ანონიმუსი ტვიტერზე.

მანამდე ჰეკერების ჯგუფმა მიმართა იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობენ და 48 საათი მისცა იმისთვის, რომ რუსეთის ბაზარი დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეტევით დაემუქრა.