აქტივისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე დააბოქლომეს

მოძრაობა „გაბედეს„ აქტივისტებმა დღეს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის ღობე “დააბოქლომეს“. დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა მათი მცდელობა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკარზე დაეკიდებინათ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. პოლიციის განცხადებით ამით ისტორიული შენობის იერსახე დამახინჯდებოდა, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტები მზად იყვნენ ქმედების სანაცვლოდ ჯარიმაც გადაეხადათ, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. საბოლოოდ მათ ბოქლომი სიმბოლურად პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეზე დაკიდეს.

სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადების აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ბოქლომდადებული ჭიშკრის გასაღებად 18 ნოემბერს ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია დაშალა.