გირჩის აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციაში საჭმლის მომნელებელი აბები, მიუტანეს. ამის შესახებ გირჩის ოფიციალურ გვერდზეა ინფორმაცია გამოქვეყნებული.
„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დროს როცა რუსთაველზე აქცია მიმდინარეობდა, საქართველოს პრეზიდენტი, სალობიე “ბიაში” იმყოფებოდა, მაჩაბლის ქუჩაზე, გირჩის აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა პრეზიდენტისთვის ეს საჩუქარი.
როგორც “გირჩის” აქტივისტები ამბობენ, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და რუსთაველზე აქციები მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტის ქმედება აბსოლუტურად არაადეკვატურია და ამ ჟესტით სწორედ ამის ჩვენება უნდათ“ ,- წერია გირჩის ოფიციალურ საიტზე.