დაავადებათა კონტროლს ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში ოჯახში, სამეგობროსა და ეკლესიაში შეკრების დრო არ არის,
მისი თქმით, ამ დრომდე აქამდე დაფიქსირებული ინფიცირების ყველა შემთხვევა ოჯახური კლასტერიდან იყო და ესმის, რომ ოჯახის წევრები არ იცავენ თვითიზოლაციას.
,,ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, რაც უფრო ნაკლები ადამიანი და კონტაქტები გვექნება… ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას. მათ შორის ეხება, რათქმა უნდა, ეკლესიასაც, ეხება სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც.
დღეს რაც გვაქვს ყველა შემთხვევა იყო ძირითადად ოჯახური კლასტერები, ანუ ოჯახებში არ იყო და მე მესმის ეს, დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული.
აქედან გამომდინარე ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში”,- აცხადებს იმნაძე.
საქართველოში ბოლო მონაცემებით COVID 19-ით ინფიცირება 81 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 13 გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247 .