ირანელი ტურისტი შაჰაბი, რომელიც ინფექციურიდან გამოპარვის გამო ინტერნეტვარსკვლავი გახდა, ამჟამად აბასთუმანში კარანტინს გადის.
მამაკაცი ამბობს, რომ ის საქართველოში ყოფნით კმაყოფილია და არ სურს სამშობლოში დაბრუნება.
“მე არ მაქვს კორონავირუსი. 15 დღე აქ უნდა ვიყო კარანტინში, მაგრამ პრობლემა არ მაქვს. საქართველოში კეთილი ადამიანები არიან. მე არ მინდა ჩემს ქვეყანაში, ირანში დაბრუნება, რადგანაც იქ ადამიანებს კორონავირუსი აქვთ, მაგრამ მე არ მაქვს კორონავირუსი”, – ამბობს ირანის მოქალაქე.