კიმია ალიზადეჰმა, ირანელის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა, ქვეყანა სამუდამოდ დატოვა. ამის შესახებ ვრცელი პოსტი მან ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა და მიზეზებზე ისაუბრა.
ამის შესახებ 21 წლის ოლიმპიელი სპორტსმენი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. მიზეზად კი ქვეყანაში არსებული უსამართლობა და მთავრობის “თვალთმაქცობა” დაასახელა,სპორტსმენი აცხადებს, რომ მას არ სურს, ხელისუფლებამ პროპაგანდისტულ იარაღად გამოიყენოს.
“არავის მივუწვევივარ ევროპაში და არც მაცდური შემოთავაზება მიმიღია. მაგრამ მე ვიღებ სამშობლოდან შორს ყოფნის ტკივილს და სირთულეებს, იმიტომ, რომ არ მინდა პირფერობის, სიცრუისა და უსამართლობის ნაწილი ვიყო,ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო რთულია, ვიდრე ოლიმპიური ოქრო, მაგრამ მე ირანის შვილად დავრჩები, სადაც არ უნდა ვიყო. “, – წერს კიმია.
კიმია ალიზადეჰმა 2016 წლის ოლიპმიურ თამაშებში, ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ალიზადეჰმა განცხადება ქვეყნის დატოვების შესახებ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზა დაბომბა, მოგვიანებით კი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც ბორტის სრული შემადგენლობა, 176 მგზავრი ემსხვერპლა.