სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
“მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინდოის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხიმეგებლობას ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრიცნიპს ეფუძნება, ვერ მოვნახე არგუმენტი მითუმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.