24 წლის ქართველი გოგონა, ციხიდან, შვილის უკან დაბრუნებას ითხოვს.ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა გასულ წელს მოხდა, როცა ქართველმა გოგონამ ახალდაბადებული შვილი ნაგვის ურნაში ჩააგდო.
24 წლის ქართველი გოგონა მომხდარის გამო სასჯელს კორიდალოს ციხეში იხდის. ბერძნულმა ტელეარხმა STAR-მა მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ქართველი ქალი ირწმუნება, რომ მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია, ბავშვი სასიკვდილოდ არ გაუწირავს და მხოლოდ ის უნდოდა, რომ ბავშვი ვინმეს წაეყვანა.
“შვილის სიკვდილი არ მინდოდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ვინმეს წაეყვანა. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი. მინდა, რომ ბავშვი დავიბრუნო და მე თვითონ გავზარდო. ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შესაბამისად აღვზარდო. არ შემიძლია ჩემი ბიჭის გარეშე,” -აცხადებს მსჯავრდებული.
შეგახსენებთ, რომ ექიმებმა ჩვილი ბიჭუნას გადარჩენა შეძლეს და ის სრულიად ჯანმრთელია. ბავშვი ათენის ერთ-ერთ უდიდეს ჰოსპიტალში “მიტერაში” იზრდება.