“მე არ ვთვლი, რომ გუნდის დატოვებად რაიმე პოზიცია ღირს რა. მყარად ვარ გუნდში. მეც დადებითი პოზიცია მქონდა, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად გუნდის დატოვება”-ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა “ტვ პირველთან” გააკეთა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო,რის გამოც უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.