ლექსსენი ისრაელში დააკავეს. ამის შესახებ ქართველი რეპერი სოციალურ ქსელში წერს.
“ადამიანებო,მეგობრებო, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და სურს წასვლა ისეთ ტერორისტულ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა: საკუთარ თავზე გამოვცადე – არ წახვიდეთ არასდროს იქ! იმიტომ რომ ვიღაცას არ მოეწონები სახეზე, ან ჩაცუმლობაზე, ან რამე საბუთი არ გექნება დამაჯერებელი და უბრალოდ პირდაპირ მიზეზგარეშე გართმევენ ტელეფონს და სატუსაღო მანქანით გადაჰყავხარ ციხეში, სადაც კოშმარულად ექცევიან განსაკუთრებით ქართველებს, ქართველ ქალებს და დედებს… ეს ვნახე საკუთარი თვალით. 2 დღე ჩაგვსვეს ციხეში, სადაც კოშმარული პირობებია, ვერ ჩამოვთვლი აქ. ეს არის სამხედრო ტერორისტული სახელმწიფო. ეს მათი უფლება და ნებაა, უბრალოდ გაითვალისწინეთ!!!” – წერს მომღერალი.