ბიზნესმენ ლევან ვასაძის ცოლი დღეს ვერის პარკში ქმრის მხარდასაჭერად მივიდა. ვასაძე და მისი დაჯგუფება მესამე დღეა კინოთეატრ ამირანთან ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას აპროტესტებენ, კინოთეატრის წინ აქციებამდე კი ვერის პარკში იკრიბებიან, სადაც მათ ტრადიციულად ვასაძე სიტყვით მიმართავს. ლევან ვასაძის ცოლი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ფილმი საზიზღრობა და სირცხვილია და მის ნახვას არ აპირებს.
“იცით რატომ არ მინახავს ფილმი? მგონია რომ ძალიან საზიზღრობაა და სირცხვილი. შეიძლება ეს არის ჰომოფობიური განცხადება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მე ვამბობ რომ არავისი სექსის ყურება არ მაინტერესებს, არც ქალის და მამაკაცის,მითუმეტეს ორი მამაკაცის. მე მიმაჩნია, რომ ვინც მიდის ამ ფილმის საყურებლად საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ აქამდე იყო სირცხვილი სხვისი სექსით ყოფილიყავი დაინტერესებული და დღეს ეს გახდა ნორმა და ქალები მიდიან და ორი მამაკაცის სიყვარულს უყურებენ. არ არის ეს სირცხვილი?“