არავითარი სერიოზული საშიშროება კორონავირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით-შალვა ნათელაშვილი-ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს უამრავი ჭირიანობა გადაუტანია, მაგრამ ჩვენ არ გადავშენებულვართ. არავითარი სერიოზული საშიშროება ეს ვირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით. ჩვეულებრივი გრიპით მარტო ამერიკაში სეზონზე კვდება 53 000 ადამიანი, ხოლო 49 მილიონმა ამერიკელმა იავადმყოფა გრიპით. ეს არის გრიპებს შორის ყველაზე იოლი ფორმა, ახალი ხილია და ამის გამო არის აჟიოტაჟი წამოსული.ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ ეს რაღაც ტრაგედია, ფსიქოზად და მით უმეტეს, მთავრობამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ეკონომიკური თუ რაღაც სხვა გეგმების შესასრულებლად. ერთი ორი კვირა და აპრილისთვის ეს პანდემია ჩაქრება და ჩვენ დავრჩებით იმ ბოსელში, რომელიც ივანიშვილმა აგვიშენა და ეს ბოსელი ჩვენი დასანგრევია. ვერავითარი პანდემია ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. ბევრი დაავადება არის, რომელიც იწირავს ადამიანებს, იშემიური დაავადებით წელიწადში 16 მილიონი ადამიანი კვდება და საქართველოში პროცენტულად ძალიან ბევრი. ხელისუფლება თუ დაფიქრებულა, რომ დაეხმაროს და დადგას დეფიბრილატორები, გულის ასამუშავებელი აპარატურა ხალხმრავალ ადგილებში, სტადიონებზე, პროსპექტებზე, თეატრებში. კარგად გვახსოვს, მუხრან მაჭავარიანს არითმია დაემართა სცენაზე და იქ რომ ყოფილიყო აპარატი, ეს გენიოსი ცოცხალი იქნებოდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.