მოძრაობა “შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტთან ტაშტი მიიტანეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ჭყუმპალაობა შესთავაზეს. მათი თქმით, ჯობს არჩილ თალაკვაძემ აქ იჭყუმპალაოს, ვიდრე პოლიტიკური კრიზისის ფონზე იტალიის ფეშენებელურ კურორტზე წავიდეს დასასვენებლად.
“არჩილ, ჩამოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში და არ დაისვენო 5-ვარკვლავიან სასტუმროში იმ დროს, როცა ქართველი ხალხი შიმშილით იხოცება” — ამბობს აქციიის ერთ–ერთი მონაწილე.
ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია რომ პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის მერთან ერთად იტალიაში, კომოს ტბაზე გაემგზავრა ერთ–ერთი ბიზნესმენის დაბადების დღეზე დასასწრებად. თალაკვაძემ პარასკევს დილით საკუთარ კაბინეტში ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ მედია იტყუება და ის თბილისშია. თუმცა მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს რომ არჩილ თალაკვაძე კალაძესთან და მის მეუღლესთან ერთად თვითმფრინავშია. ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა კი განაცხადა, რომ პარასკევს ღამით სტამბოლი–თბილისის რეისით თალაკვაძემ მასთან და გიგი წერეთელთან ერთად იმგზავრა.
სავარაუდოდ თალაკვაძე თბილისში კომოდან სასწრაფო წესით დაბრუნდა.