2018 წლის ზაფხულში მომღერალი არეტა ფრანკლინი დეტროიტის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამერიკელი მომღერალი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაძარცვეს. როგორც ირკვევა, დაუდგენელმა პირებმა მომღერლის საბანკო აქტივები გამოიყენეს.
“Foxnews”-მა 2018 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომ არეტას ანდერძი არ დაუტოვებია. თუმცა როგორც ირკვევა დეტროიტის სახლში სოულის დედოფლად წოდებული არეტა ფრანკლინის 3 ანდერძი იპოვეს. ინფორმაციას “NBCNEWS”-ზე ვკითხულობთ.
დევიდ ბენეტის განცხადებით, რომელიც 40 წელზე მეტია არეტას ადვოკატია, პირველი ანდერძი 2014 წელს აქვს შედგენილი,ხოლო შემედგი ორი 2018 წელს. არეტა ფრანკლინმა მთელი ქონება შვილებს დაუტოვა. 12 ივნისს გაიმართება სასამართლოში მოსმენა რომელიც ანდერძის იდენტურობას დაადგენს.
მომღერლის $80-მილიონიანი ქონება ჰქონდა. მომღერალმა 2010 წელს განაცხადა რომ ის 8 წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
2008 წელს ჟურნალმა “Rolling Stone”-მა არეტა ფრანკლინი ისტორიის უდიდეს მომღერლად დაასახელა.