არის ახალი გარემოებები, ივანიშვილი და მისი კლოუნები არიან პოლიტიკურ აგონიაში- ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მისულმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„რაც შეეხება ახალ გარემოებებს არის ახალი გარემოებები – არის პოლიტიკური კრიზისი. ივანიშვილი, ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები არიან პოლიტიკურ აგონიაში და ილუზია აქვთ, რომ ამ მეთოდებით, ამ მეთოდებში მე არ ვარ არც პირველი და არც მეორე შემთხვევა, ოპოზიციის არაერთი ლიდერი, ან ციხეშია, ან ბრალი აქვს წაყენებული,იმ ლეგიტიმურ აღშფოთებას და ბრაზს საზოგადოების, რაც მოყვა მისი მხრიდან „გადაგდებას“ და თქმას, რომ ფეხებზე მკიდიხართო, ჩაახშობს,ეს არის სრული სიბრიყვე
თუ ეს გზა აირჩია ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. საზოგადოების ამოცანა არის, რომ ამ კაცმა უკან წაიღოს ეს შეურაცხყოფა, იძულებული იყოს, და დამარცხდება შემდეგ პროპორციულ და მშვიდობიან, სამართლიან არჩევნებში, მაგრამ თუ ამ გზას არ ირჩევს და ასლანის გზაზე დგება, ცუდია, მაგრამ ეს გამოიწვევს კიდევ უფრო ტრაგიკულ პოლიტიკურ ფინალს მისთვის პერსონალურად, ზოგადად, უშიშროების საბჭოს საქმიანობის ნაწილი გრიფით საიდუმლო იყო და უნდა ყოფილიყო კიდევაც. ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე აქტივობებს უკავშირდებოდა, ეგ ნორმალურია. დანარჩენი ეს ყველაფერი არის არანორმალური, ოღონდ, მარტო ჩემს პერსონასთან დაკავშირებით კი არა,საერთოდ რაც ხდება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ რა ამოცანას ემსახურება, ილუზიაა, რომ ამ მეთოდებით შეიძლება საზოგადოების უკმაყოფილება ჩაახშოს. ვერ ხვდება, რომ ეს ჩემი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ფიგურის პერსონალური საკითხი კი არ არის, ან რომელიმე ერთი პარტიის, ეს არის მთლიანად საზოგადოების აღშფოთება მისი პერსონის საქციელის და დამოკიდებულების გამო,რომ უპატივცემულობას და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას იჩენს მთელი ქვეყნის მიმართ და ამ ქვეყნის ეროვნული პრობლემაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.