არის თუ არა პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღი-საპატრულო პოლიციის უფროსის განმარტება

„განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლებს არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი“,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებთან განაცხადა.

„შსს-ს ადგილზე მობილიზებული ჰყავს პოლიციური ძალები, რომლებიც დაიცავენ წესრიგს. განსაკუთრებული დეპარტამენტის წარმომადგენლები აქ არიან საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, მათ აქვთ თავიანთი აღჭურვილობა, თუმცა არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი.

აღჭურვილობა განკუთვნილია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, იმისათვის, რომ არ მოხდეს ვინმეს მხრიდან კანონის დარღვევა, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევში ისინი დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს“,- განაცხადა საპატრულოს პოლიციის უფროსმა.