ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებაში ხშირად ნათქვამ ფრაზას ეხმაურება.
„არსებობს კორონავირუსზე უარესი რამ. უამრავი. მათ შორის ერთია ფრაზა: ,,ეგ მხოლოდ მოხუცებს კლავს თურმე“, – წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გასცა რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად თვითიზოლაციაში მოექცნენ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 35 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.