“ასეთი კლასის მუშაობა არც ერთი საინფორმაციოსგან არ ახსოვს საქართველოს”-გვარამია მელაძეს მადლობას უხდის

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს მადლობას უხდის. 

“ბოდიში, მიკერძოებული ვარ, მესმის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: რასაც მთავარის საინფორმაციო სამსახური აკეთებს, ასეთი რანგის და კლასის მუშაობა არც ერთი საინფორმაციოსგან არ ახსოვს საქართველოს. მეტიც, ამ რეგიონს. თვით რ2ის წინა საინფორმაციოც არ იყო ასეთი, რომელსაც იგივე გადარეული Nodar Meladze ხელმძღვანელობდა.
სრულიად შეუდარებელია.
მადლობა ყველა ჟურნალისტს, წამყვანს, პროდიუსერს, ოპერატორს, მემონტაჟეს, საეთეროს თანამშრომელს, მძღოლს, ყველას, ყველას. მაგრამ, არავის არ ეწყინება, პირველ რიგში, საინფორმაციოს ხელმძღვანელს და ამ ყველაფრის მთავარ შემოქმედს, გადარეულ შავს – ნოდარიკოს”-წერს გვარამია ფეისბუქზე.