აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქსა და “დემოკრატიული პარტიის” ლიდერს, ვლად პლახოტნიუკს, სანქციები დაუწესა – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტვიტერზე გაავრცელა.
“ვლადიმირ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონს და დააზინა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მე ოფიციალურად შევიყვანე იგი სანქცირებული პირების სიაში. აშშ მხარს უჭერს მოლდოვას კორუფციასთან ბრძოლაში “, — ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.
პლახოტნიუკი მოლდოვის ყველაზე მსხვილი დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა. მას მოლდოვის არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებდნენ.
პლახოტნიუკის წინააღმდეგ საქმეა აღძრული მოლდოვასა და რუსეთშიც. მან მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა და ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.