“აშშ-ს ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა”-რუსეთის საელჩო

ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელ ფეისბუქში აცხადებს.

„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები  რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა.

გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა,“- წერს რუსეთის საელჩო.

შეგახსენებთ,ვაშინგტონმა  სამ რუსულ კომპანიას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.