ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. განცხადება დეპარტამენტის ვებგვერდზე მისი პრეს სპიკერის, მორგან ორტაგუსის სახელით ქვეყნდება.
“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დაცულ, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის განხორციელებისას მიღწეულ ბოლოდროინდელ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლების, კანონის უზენაესობისადმი იმით, რომ უზრუნველყოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.
შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას მის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს” – ნათქვამია განცხადებაში.