აშშ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის- ტრამპი

“აშშ დაუყოვნებლივ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის” –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

“აშშ დაუყოვნებლივ შემოიღებს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმისთვის. ეს სანქციები გაგრძელდება სანამ ირანი არ შეცვლის ქცევას. ირანმა უნდა დათმოს ბირთვული ამბიციები და შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა. მინდა ვთხოვო ნატოს უფრო მეტად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის პროცესში.”- განაცხადა ტრამპმა