ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთმა ტრავმები მიიღო აშშ–ში ორძრავიანი თვითმფრინავის, Cessna 303–ის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაეცა. გარდაცვლილი თვითმფრინავში იჯდა. ორი მამაკაცი, რომლებიც ასევე ბორტზე იმყოფებოდნენ უვნებლად გადარჩნენ.
მომხდარის შედეგად დაშავდა 21 წლის გოგონა, რომელიც სახლში იმყოფებოდა. მან სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები მიიღო. შენობაში, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ქალი არ დაშავებულა, მამაკაცი კი ჯერჯერობით ვერ იპოვნეს. ინციდენტი ადგილობრივი დროით შაბათს საღამოს ნიუ იორკის შტატის ქალაქ პოკიპსის სიახლოვეს მოხდა. ორძრავიანი თვითმფრინავის საცხოვრებელ სახლზე დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მომხდარის გარემოებებს აშშ–ს ავიაციის ფედერალური სამმართველო იძიებს.