AstraZeneca სახელწოდება შეიცვალა, და ახლა მას Vaxzevria ეწოდება. სახელის ცვლილება ასახულია European Medicines Agency ვებ-გვერდზე და ეს ცვლილება 25 მარტით თარიღდება.
როგორც EMA-ს საიტზეა აღნიშნული, ეს შემადგენლობის ცვლილებებს არ გამოიწვევს, მაგრამ წარწერა და შეფუთვა შესაძლოა შეიცვალოს. მწარმოებლებს ჯერ არ გაუკეთებიათ სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება, თუმცა უცხოურ პრესაში ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილება, შესაძლოა მარტში გავრცელებულ ინფორმაციებს უკავშირდებოდეს, რომელიც ვაქცინაციის შემდგომ გართულებებზე ვრცელდებოდა.