კორონავირუსის საწინააღდემგო ვაქცინის, AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია ჩერდება. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს და მიზეზად მოთხოვნის ნაკლებობას ასახელებს.
“ამ ეტაპზე ჩვენ ასტრაზენეკას პირველ დოზებზე რეგისტრაცია არ გვაქვს, მაგრამ ვნახოთ კოვაქსი თუ მოგვაწვდის ასტრაზენეკას მერე ვნახავთ. ახლა გვაქვს ასტრაზენეკა მხოლოდ მეორე დოზებისთვის”, – ამბობს გამყრელიძე.