აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი ტელეკომპანიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დღეს დილას აჭარის ტელევიზიაში თათბირი გაიმართა, სადაც ინციდენტი მოხდა. 

ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ცუდად გახდა და ტელევიზიაში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

გიორგი აბაზაძე ამ წუთებში  ბათუმის მედცენტრში სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.