აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს, 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ მიიღო.
დახურულ კონკურსში სულ 3 კანდიდატურა იყო წარდგენილი, მათ შორის ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.
ხუზმიაშვილი აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა.
უცნობია, რატომ დახურა კომისიამ გასაუბრება და რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია ხუზმიაშვილის არჩევის შესახებ ოფიციალურად. აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გასაუბრებაზე არც ისინი შეუშვეს.