აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს წამყვანი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან 13 მარტიდან გაათავისუფლეს.

“საქმეში შეკრებილი მასალების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ დასაქმებულმა უხეშად დაარღვია მაუწყებლის შრომის შინა განაწესი და მასთან შრომით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც მის მიმართ დისციპლინური სანქციის დაკისრების საფუძველია”, — წერია ბრძანებაში.

{{PHOTOGALLERY}}