ათენში მომხდარ ავარიას 33 წლის ქართველი ემსხვერპლა

საბერძნეთის დედაქალაქში მომხდარ  ავარიას  33 წლის ქართველი ემსხვერპლა. ინფორმაციას georgians.gr  ავრცელებს.

ერთმანეთს მოტოციკლი და ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი.

ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული  ინფორმაციით, 33 წლის ილო გორგიშელი საბერძნეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მას 2 შვილი დარჩა.

ჯიპის მძღოლმა შემთხვევის ადგილი დიდი სიჩქარით დატოვა,დაშავებული კი გზაზე მიატოვა. ამ დროისთვის მძღოლის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.