ათენში, კალამარზე, “პანათინაიკის” სტადიონზე 25 წლის ქართველი გოგო ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას საზარელი ფაქტის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.
როგორც ბერძნული გამოცემა, აღნიშნავს გოგონას დედა და მეგობარი ეძებდნენ.
დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა.
ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული. დაცვის თანამშრომლის თქმით, ქართველი გოგონას ჩაცმულობა მიანიშნებდა, რომ ის რომელიმე რესტორანში უნდა ყოფილიყო.
მედიის ცნობით, საბერძნეთში გოგონა წლების მანძილზე ცხოვრობდა.
გარდაცვლილის დედისა და მეგობარი ბიჭის განცხადებით, გარდაცვლილს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.