{{ARTICLEIMAGE}}გამოცხადდა ფოტოკონკურს World Press Photo 2019 –ის გამარჯვებული, რომელიც 4 738 ფოტოგრაფის მიერ გადაღებული 78 000 ფოტოდან შეირჩა.
ეს არის ჯონ მურის ფოტო, რომელზეც ატირებული ორი წლის გოგონა, იანელა სანჩესია გადაღებული იმ დროს, როცა დედამისი, სანდრა სანჩესი ამერიკელმა მესაზღვრეებმა ტეხასის შტატში, მაკალენში დააკავეს.
ფოტო ფოტოგრაფმა ჯონ მურმა 2018 წლის ივნისში გადაიღო. ფოტოს სახელწოდებაა“მტირალი გოგონა საზღვარზე“. მური Getty Images–ს უფროსი ფოტოგრაფია. ის ამბობს, რომ ამ ფოტომ ბევრი ადამიანის გული შეძრა, ისევე, როგორც მისი.
“როცა იანელას სახეს ხედავთ, რომელიც ორი წლის არის, მართლაც ცხადად გესახებათ ადამიანური ტკივილი, შიში ხანგრძლივი მოგზაურობისა, გვიან ღამით საზღვრის გადალახვისა. “
მას შემდეგ, რაც ფოტო მთელ მსოფლიოს მოედო და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია, აშშ–ს სასაზღვრო სამსახურმა აღიარა, რომ იანელა და დედამისი იმ ათასობით ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც საზღვარზე დააკავეს და ერთმანეთს დააშორეს. საზოგადოებრივმა პროტესტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შეცვლა გამოიწვია.