საზარელი ავარია რუსთავის გზაზე- დაღუპულია 4 წლის ბავშვი და 51 წლის ქალი. დაშავებული 10 წლის ბიჭის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე გუშინ მოხდა ერთმანეთს “მერსედესისა” და “ნისანის” მარკის ავტომობილები დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ვიდეოკადრებს შემთხვევის ადგილიდან “ინფორუსთავი” ავრცელებს.