ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. საგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.