ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას და შემთხვევის ადგილიდან კადრებს theguardian ავრცელებს.
სამედიცინო ცენტრში გადაყვანილია 66 ადამიანი, 12 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა. მათ ნაწილს გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. კატასტროფის ადგილზე ათასამდე ადამიანი მუშაობს.
თვითმფრინავმა კატასტროფა ალმათის აეროპორტთან განიცადა. აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. გადარჩენილი მგზავრები აცხადებენ, რომ კატასტროფამდე საშინელი ხმა გაიგეს.
ავიაკატასტროფის დროს ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ხუთი წევრი და 95 მგზავრი.