ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა

ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად  მუსიკოსმა ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ელტონ ჯონმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, სიდნეიში გამართული კონცერტის დროს თავად განაცხადა. 

„იქ არის ხალხი, რომლებმაც დაკარგა საკუთარი სიცოცხლე, რათა გადაერჩინათ  საცხოვრებელი სახლები. ეს უაღრესად გულდასაწყვეტია.სამწუხაროდ,  ხანძრის შედეგად ცხოველთა უამრავი სახეობა დაიღუპა, დანაკარგი ბიბლიური მასშტაბის არის. მე ვაპირებ 1 მილიონი დოლარი გადავრიცხო ფონდში“,- თქვა ელტონ ჯონმა. 

მუსიკოსის ამ განცხადებას ხალხში მხურვალე აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა. 

მედიის ცნობით, მასშტაბური ავსტრალიის ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია.