ავსტრალიის დედაქალაქი კვამლითაა დაფარული

ავსტრალიის დედაქალაქი კანბერა მომწამლავი კვამლით არის დაფარული. ინფორმაციას ამის შესახებ    france24 ავრცელებს. 

კვამლის გაჩენის მიზეზი ტყის ხანძრებია, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლეც ემხსვერპლა. უკვე 1 კვირაა ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქ სიდნეიშიც, სადაც რესპირატორული დაავადებებების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ტყის ხანძრებს უკვე თვენახევარია ებრძვიან. სტიქიასთნ ბრძოლას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს. 2019 წელი  ავსტრალიისთვის ერთ-ერთ  ყველაზე ცხელ და მშრალ წლად დასახელდა. 

ცეცხლი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაჩნდა,  ხანძარმა დაახლოებით 700 სახლი, 1500 ადმინისტრაციული შენობა და 2 მილიონზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.