ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა.
ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთელის განცხადებით, შესაბამისი განცხადება მან პროკურატურაში დღეს შეიტანა.
მისივე ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი უცხოეთში სამკურნალოდ მიდის, ქვეყნის დასატოვებლად კი მას ნებართვა სჭირდება.
ავთანდილ წერეთელს ქვეყნის დატოვება 19 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით სურს. ადვოკატმა პროკურატურაში განცხადებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი დოკუმენტები წარადგინა.