ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს გენერალურმა პროკურატურამ ავსტრიაში სამკურნალოდ გამგზავრების თანხმობა მისცა.ინფორმაციას წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ადასტურებს.
ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ გაემგზავრა და იქ 9 მარტის ჩათვლით დარჩება.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს წერეთელი უკვე საქართველოში გახდა შეუძლოდ და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ 500 000-ლარიან გირაოსთან ერთად დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებებიც აქვს, მათ შორის, ბიზნესმენს საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს. წერეთელს “თიბისი ბანკის” საქმეზუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებას ედავებიან.